selfless
ვერ გადავურჩები ოქტომბრის წვიმებს, ყელზე შემოგხვევ ნიჟარებით აკინძულ მძივებს... ...რითმა აქვს სიცივეს... რითმა აქვს სიყვითლეს... თუ გავუძელი უშენობის სიმძიმეს... თუკი ორივე პატარა ხელი, სანაპიროსკენ, ან შენი სახლისკენ არ გავიშვირე, თუ, მე ტალღამ, უმზეო უშენობაში, თავი არ ავიდიდე... აგიწყობ სიტყვებით აკინძულ მძივებს... 2 ოქტომბერი, 2024წ. Kafka in the room
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი