Antigone


ზურგით ჯვრისებრი ტვირთი დამაქვს,
გოლგოთისებრ
პატარა 
გორაზე ამაქვს... ...გზაში ვღაღადებ:
"ნეტავ, იქაც შენ დამხვდე".

***

სანამ 
ჩემივე სიმძიმე დამაგდებს...
სანამ 
ასატანს, სათრევს,
ან შენ დაგაბრალებ...
სანამ შემომრჩა
ტყავზე ძაძად მიკერილი ძალა,
ზურგით
შენი სიყვარულის ტვირთი დამაქვს...

***

შენც შემიყვარე,
შენც შემინახე,
ნუ ამადიდებ,
სევდით, ნუ გამამლაშებ...
სანამ ქვიშამ მჭამა.


2 ოქტომბერი, 2024წ.

Kafka in the room

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი