ომი ჩემში


ქუჩაში
ჭექა-ქუხილის
ქურქით
ცა მიბორგავს,
მოცულია ელვით...
სახეზე ეტყობა კვალი,
ორი ცრემლიანი, ნაცრისფერი ღრუბლის.
შენ ხარ
ომი ჩემში.
შიგნიდან ნუ დამტბორავ...
შენი ჩიხისკენ
მივბორგავ...
მკლავზე სკვნილად და
ყელზე ჯვრად გადაკიდებული
ორი ღრუბლით...
მე ვთვრები უშენო მწუხრით...
ნისლში 
შენ
თუ
არჩევდი
წვიმისგან,
ჩემს დიდებულ წუხილს...


2 ოქტომბერი, 2024წ.

luggage boy

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი