წიფელის მკლავებს
მე მომკვეთენ წიფელის მკლავებს, ნაოჭიანებს... ნაწვალებს... ... ნაყოფით ვერასდროს შევხვდი, შენს ტყისფერ თვალებს... თავი ვმალე... შენ არ გნახე, მე ამოვეფარე ნაძვების მწვანე ძაძებს. ... ვერც ნერგად ვივარგე, ვერც ყვავილად. შენს კუბოსებრ მიწის გულ-მკერდზე, მარტის დაუპატიჟებელ თოვლად დამდე. ... შენით გამახმე, შენით გამაქრე, სანამ მომჭრიან წიფელის მკლავებს... ... (მეტს, ვერ გთხოვ)... ... გარეთ ცაშივე გაყინული, შენამდე მოუღწეველი ცრემლებით თოვს. 7 ოქტომბერი, 2024წ. electro-ego-iko
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი