black butterfly


დაბურულ სარკეში
ხედავს სილუეტს,
დახეული სარაფნის
ფერად ნაფლეთებს
აკერებს
დაგლეჯილ,
სიფრიფანა,
შავ ფრთებს...
...
(ისევ უაზრო სიტყვებს დავწერ.
დასამალი სიტყვებით
შენამდე ხიდებს ავაგებ...
გზად, 
ანაფორის მაგივრად,
გადავიცვამ გაუჩინარების
ცივ მდინარეს...)...
...
უშენო ღამე ჰგავს ნილოსს,
მზერად,
ან ცრემლად,
ჩემი თვალიდან,
შენამდე გამდინარეს.


9 ოქტომბერი, 2024წ.

Kafka in the room

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი