emergency room
ბავშვობასავით ნაცრისფერ, თბილ ნისლის მორევში, ბავშვივით დავრბივარ... ...მანდარინის ნერგიც გამიხმა... ...ვაშინგტონის ნერგიც გამიხმა... თუკი გაწვიმდა, თუ თავზე დამაწვიმა, შენ, ნუ იდარდებ... მე, ან ოთახში გარდაცვლილს დამიფარავს, ცასავით თეთრი ჭერი, ან ეზოში ბიუსტად დამდგარს, შენი შეხების მაგივრად, წვიმა შემმოსავს, მანტიით, ნაცრისფერით. ... თუმცა მე, უსასრულოდ ვკვდები უკვდავების მორევში... გინახავს, ვინმე, მოცული ისეთი სევდით, როგორიცაა, ღმერთი? დეკემბრისკენ, ზვავად დავიჭმუჭნები, თუ შენს ძეგლივით ტანს არ მივეყუდები. 11 ოქტომბერი, 2024წ. el poet
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი