albino
მეტაფორებზე ფიქრისას, სულ მეფიქრება შენზე... რა ვქნა... შენი მსგავსი გაუვალი ზღვა მფარავს, თან მყლაპავს. მე, ჩამუხლული ფსკერზე, მოხუცი ღრუბლებისკენ ვიშვერ ხელებს. *** წვიმით შემოსილ ყველაზე მაღალ ტოტზე ვაწყობ შავ დეზებს. დილით, დიდ ზარებს თავზე დავჩხავი ასამაღლებელს. შენზე დარდი მაბერებს... ...ვგავარ მთას, ალბინოსს... ...ჩუმად მმარხავს აისის სიო. ცისკენ ფრთებს გავშლი, შავად, მთებს, ღრუბლებს გავჭრი. ...მაინც შენს ნაფეხურებს მინდა ვსდიო. 15 ოქტომბერი, 2024წ. iko
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი