if i reincarnate into a dandelion, at least then my grief will be blown away by the wind
იმდენად გავლოთდი... შენზე ფიქრში... იმდენჯერ გინატრე უბრალო შეხებად, გაყინულ მჯიღში... მე მივედი ქვიშიდან, ზღვამდე, ზღვიდან, შენამდე, ხან ბორგვით... ხან ხოხვით... ხან, მოხუცის, მარტოკაცის ხელჯოხით... *** შენ, ფანჯრიდან, ჰგავხარ აია სოფიას, ჰგავხარ უცნობს, შავი ზღვის მიღმა. ... მეც, სხვა რა დამრჩა, სიტყვად ვიბადები, და ვვარდები, დასავლეთის მინარეთიდან. 16 ოქტომბერი, 2024წ. el poet
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი