Audio Recording


შენი ხელები 
მშობელი მიწიდან მგლეჯენ.
...
(გადასაცურ
ნოსტალგიის
ნილოსში
ვისველებ
პატარა
ფესვებს)...
...
იქნებ,
იქნებ,
ის ჟღერა უპოვნო
იმ ბგერებს,
ქარივით, გულიდან რომ ვგლეჯ
შემოდგომის ჩუმ ხეებს...

***

ვითვლი სიგარეტის ღერებს.
...ახლა, შენს ხელის გულზე,
დაგროვილ,
პატარა წვიმის გუბედ რომ ვთვლემდე...
...
ნეტავ,
შენს სახესთან,
პატარა ჩიტის
დილის წერილივით
ვჟღერდე.


19 ოქტომბერი, 2024წ.

iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი