ყრუ


ნეტავ, აზრი თუ აქვს...
მაინც, ფანჯრის რაფაზე გიწერ 
ვერლიბრებს.
მე მოვალ
დეკემბრის მოწიფულ მწუხრად...
შავი თმით,
შავით, ნახშირივით...
გულ-საცეცხლურში,
საკმველისგან მორჩენილი
ნახშირით.
სევდაა სტუმარი, სტუმარი ხშირი...
შეხება, მწირი...
დავეხეტები,
თვალებში არეკლილი,
სამუდამო სიზმრით...
...რომელსაც შენს სახელს ვარქმევ...
...
ტანზე, პერანგი, ჭინჭრის,
შენს სამოსელად ქცეულ
ტანს ცვლის.
...
ნეტავ, აზრი თუ აქვს...
მე ვგავარ მთებში ამობურცულ
ჯვარცმიან გუმბათს.
შენი
ფრესკა
ჩანს
მხოლოდ 
ჩემს 
შიგნით...
ჩემთვის
და არავისთვის, სხვისთვის.


20 ოქტომბერი, 2024წ.

Kafka in the room

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი