ბაიკალი


მე
რას შევპირდე,
ჩემს დეკემბრისებრ,
ცისფერ
ხელის გულებს...
შენი ნაფეხურების ქვეშ,
სახე-ტბად,
ღრმად,
ბაიკალად,
უკვე, მერამდენედ გავიყინე...
...
ვერც ემოციით...
ვერც მიმიკით...
შენს ვერცერთ
სიტყვასთან
გავირითმე.


21 ოქტომბერი, 2024წ.

el poet

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი