...ჩემს ტაეპებთან ერთად მძინავს...


მე ჩემს ტაეპებთან ერთად მძინავს,
შენ კი - ჩემს ნაწერებზე ბრდღვინავ.
ვფიქრობ, და ვიძრობ შავ პიჯაკს,
შენ თუ ვერ გნახავ,
გავხდები - ღრუბელი წმინდა.

კარგო,
ვიცი ჩემი თავი,
გამჭვირვალედ გეჩვენება.
მე ვიხსენებ შენს თმის ფერს,
და ის მაინც მათრობს.

და გამოვფხილდები ალბათ მაშინ,
თუ თავზე წვეთები დამეწვეთება,
ისევ აქ ვარ, ყველა ადგილს ვცნობ,
მაგრამ მაინც, თავს ვგრძნობ შორს.
ალბათ ბილიკი შენამდე,
კიდევ უფრო დაგრძელდება.

მოდიან მოდიან,
უხვად, სიტყვები წვეთ-წვეთად,
და თანაც თოვლად, თეთრად.
ჩემთან ერთად,
ზამთარს ყვავილებიც უძრწიან.
მე ისედაც ვეღარ ვიკვლევ გზას,
და ჩემი თვალებიც,
აღარ უცდიან ჩაბნელებას.


4 სექტემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი