leper


ამ
მურის ქალაქში
ყველა ჰგავს
კეთროვანს...
ყველა არქმევს თავს
მგოსანს...
მგოსანს,
დაბადებულს შენთვის.
მესმის...
მე მეძახიან
ეგოისტს,
მონას...
ჩემივე
თავის
მონას...
...
შენი სახლის კარი
არავის ფანჯრიდან
ისე კარგად არ მოჩანს,
როგორც მე ვხედავ, ჯვრიდან.
...
ოთხი
გადაცდომით
(ორი ნაბიჯით,
ორი შეხებით)
დაბმული...
...კარამდე 
                ვერაფრით
                                  მივდივარ...

***

ამ მურის ქალაქში,
გახვეული,
ქარის 
შავ,
მურის ხალათში...
მაინც მარტო ვარ...
მოხუცივით მარტო...
მოხუცივით თეთრი,
მე, დაცემული, ერთი.


24 ოქტომბერი, 2024წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი