მკვდარი მხატვარი
მთვარე ჰგავს ვერცხლის მონეტას. (მე არ გავყიდი სულს). სადარბაზოში ისმის, ქმარი როგორ კლავს ჩემს ბოზ მეზობელ "ჟონეტას". (თუ შენი თავი გძულს...)... - ვიღლები. - ძაან? - ალბათ. - რას ქვია, ალბათ? - არ ვიცი. - ის არ იცი, ნამდვილად ძალიან იღლები თუ არა, თუ ის არ იცი, რას ქვია ალბათ? ... - პიტნის თუ გვირილის? - ესპრესო. - მე სამმაგს ვსვამ. - გიჟი ხარ. - თან, უშაქროს. - რძით იყოს. ... მრავალწერტილთა არმია მკლავს, მერე ჩემს ფიქრის ქალაქსაც თითო მოქალაქედ ჩახოცავს... ...დამტოვებს ისეთივე აბსურდად... - ამ საღამოს, რას ვჭამთ? - არ ვიცი. - შეჭამ ფლავს? - არ გეზარება? - ხილით გავაკეთო თუ...? - არ ვიცი. ეზოში, მუხაზე ამოტვიფრული ფრესკაა, შენდამი ზმანების. გაწამების... - რა ვქნა, რა ვქნა, რა ვქნა, რა ვქნა?! - რა უნდა ქნა?! - მე რა ვიცი?! იძინებ? - მინდა, კი. - უჩემოდ? - არ ვიცი. ... - ჩამოვაფარო ფარდები? - ...თუ შეიძლება. *** ხვალ, ღია ცის ქვეშ, ვხდები ოცდაცხრამეტის. 25 ოქტომბერი, 2024წ. Kafka Hurnmann
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი