უბნელი
ჩაისუნთქავს... ამოისუნთქავს... ქალაქივით შავ-თეთრი კვამლი, ო! მასაც, მზერა აქვს. - ხურდა არ გაქვს? - არა. - ახტი! - რატო? - ახტი მეთქი. - არ მაქვს. - ძმაკაცია ავად. - მართლა არ მაქვს. - ძმაკაცის მამაც ცუდადაა. - არ გჯერა ჩემი სიტყვის? - მჯერა. - მერე? - არაფერი. პროსტა, ყველა მაგარი ცუდად ვართ. - ოცი... ორმოცი... სამოცდახუთი... ლარი... - ჯიგარი ხარ. - რისთვის გინდოდა? - სიგარეტისთვის. - შავ-თეთრი ბოლი შემომაბოლა. - ეხლა არ ეწევი? - კიდევ მინდა. - თამაშობ ისევ? ჩაისუნთქავს... ამოისუნთქავს... მკლავს... ჩაისუნთქავს... ამოისუნთქავს... იპოვნის სხვას, ან, მოწევს პლანს. *** ოთახში ვუყურებთ მულტფილმებს, ვუსმენთ შტერობა მუსიკას... ... ჩაისუნთქავს... ამოისუნთქავს... უბნელი ჭრელ კატებს ესვრის ერთ ქვას. 25 ოქტომბერი, 2024წ. Kafka Hurnmann
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი