relapse
I ვიტკიებ თავს, ღამის ქალაქს მარტო ჩემი სევდის თუ სწამს... მე მარტოობის სიბრმავე შემჭამს... თუ შენ თავს არ შეგაკლავ... II ნუ, ნუ იმეორებ სიტყვებს... მე, შიგნიდან ვგავარ ციხეს, ორი წვრილი მკლავით ვაჩერებდი მოსიარულე კედლებს, რიცხვებს... (2002 - 2025) ... ნუ, ნუ დამისვამ მძიმეს... იქნებ, იქნებ მაინც დამასრულო, იქნებ მიხვდეს... ვინმე... III ვერაფერი მოდის ამ თავამდე ტკივილის გარდა. შენს გარდა ვერცერთი ფიქრი გამყვა... ისევ... ისევ ვისმენ... ...ნუ, ნუ იმეორებ სიტყვებს... ...იქნებ, იქნებ, ვინმე მიხვდეს, შენს გარდა. 26 ოქტომბერი, 2024წ. iko
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი