love in braille


შენს შემხედვარეს...
აღარ მჯერა არც ღმერთის.
აღარცერთი ლოცვა დამრჩა,
არც ხმა მესმის,
ჩემამდე მოსული ზართა რეკვის.
...
მოლოდინი მაქვს მარტო,
შენიდან წამოსული
რამე
ბგერის...
...
აისის ქუჩაზე,
მზე მათხოვარი...
ხელში ბანჟოთი...
თავისას მღერის...
თავისი გასჭირვებია,
მათხოვარ მზეს.

***

მე ვგავდი 
განდეგილ ბერს.
მე საცოდავმა,
მე მარტოკაცმა,
ვწერე
kafkasque.


27 ოქტომბერი, 2024წ.

el poet

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი