კანქვეშ
ფანჯრის რაფასთან ჩამოჯდა, კანიანად ჭამდა ფორთოხლებს, ლიმონებს, ლაიმებს, გრეიპფრუტებს, ვაშინგტონებს, მაგრამ, მანდარინებს - არა. არ ეკარებოდა. - მანდარინი? - არ მინდა. - რატო? - არ მევასება. - გოიმი ხარ. ფორთოხალი მესროლა. მე გამეცინა. - ლაიმი მაინც გესროლა, პატარაა. - ბევრ ლაიმებს გესვრი. - ფრეში გავაკეთოთ? - არა. - რატო? - მეზარება, ან, არ მინდა. - აბა, როდემდე უნდა წუწნო? მერე გრეიპფრუტი მესროლა. ავიცილე. კედელს მოხვდა და გასკდა, დასვარა. - შენი ბრალია! - ჩემი რატო? რომ ადგა, მერე მე მივედი რაფასთან, სიგარეტს გავუკიდე. ხან პარლამენტს ვეწევი, ხან წვრილ კენტს, ხან ვინსტონს, ხან რას, ხან რას... აუჩქარებლად ვაფერფლებდი პატარა შუშის საფერფლეში, თან ფანჯარაში ვიყურებოდი. ყველაფერს აქვს ფერი - ლეშის. ფერი - შავ-თეთრი. ოღონდ, მადლობა ღმერთს, მასაც არა. *** - დავწვეთ? - მოვალ მეც, მიდი შენ. შუქი ჩამიქრო და გაიქცა. რამდენიმე ნაბიჯში, კარს ცხვირით შევეჯახე. 28 ოქტომბერი, 2024წ. Kafka Hurnmann
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი