იარსება


- იარსება? - მსუქან ტუჩებს შორის წვრილი სიგარეტი მიიტყუა და დაატყვევა, გაუკიდა.
- კი. - მე თითებს ვათამაშებდი მუჭში, მაგიდის ქვეშ.
- ანუ, იარსება. - შავ-თეთრ ოთახში, შავ-თეთრი ნაფაზი გამოვარჩიე.
- კი. 
- სად არის ახლა?
- დაიარება. - კვამლში საჩვენებელ თითს ვაწობდი და აქეთ იქით დავატარებდი.
გაეცინა.
საფერფლეში
ბიჩოკი ჩასრისა.
ტლოპინა თავზე ხელი მოისვა,
ერთხელ,
მეორედ...
მერე მუჭი დაარტყა მაგიდას.
- სად არის?!
- დაიარება!
- სად!
- შეიძლება, ჩემთანაც იყოს,
სახლში. - გავუღიმე.
...
გამომაგდო.
შავ-თეთრ ქალაქში, 
ეგეთი წითელ-სახიანი კაცი,
არ მინახავს ჯერ.
სიბრაზემ გააწითლა?
ან, რამ გააწბილა?
ან, ფსიქიატრი იყო.
ან, პოლიციელი.
ან, მამამისი.
არ ვიცი.

28 ოქტომბერი, 2024წ.

Kafka Hurnmann

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი