მიმიკა
- რა გაცინებდა? - ცოტა მკაცრი ტონით და გამომეტყველებით მივუბრუნდი. - ვიღიმოდი. - გასაღები გადაატრიალა, მომაშტერდა და კარი გააღო. - რაზე? - ისე ვიღიმოდი... ... მაგიდასთან ჩამოვჯექით, ერთმანეთის პირისპირ. სიგარეტს გაუკიდა. გაბოლებისას, ხმამაღლა გაეცინა. მთლიანი სახე, ნიკაპით შეკრულ მუჭზე დავიდე და მივაშტერდი. - დღეს ყვავილებზე რომ ჩავედი, - თვითონაც მიყურებდა, იღიმოდა. - ჰო. - თვალებდახუჭულმა ვუპასუხე. - დაჯიამ მომიყვა, იმ დღეს, კოტე ისე სასაცილოდ არჩევდა ყვავილებსო... - საფერფლეს უყურებდა, აფერფლებდა და ისევ იღიმოდა. ... - წყალს ავადუღებ. - მწირი სიჩუმის შემდეგ, წამოვდექი. პასუხსაც დაველოდე. რომ გავხედე, ფანჯარაში იყურებოდა. - დალევ რამეს? - კიდევ ვკითხე. - არა. ... ისევ სიჩუმე, ნაადრევი. გარეთ, ჯერ უხილავი ტალღა ჩქეფს, განაწამები. ... ორივე ვკვდებით წამებში. ... - მაინც კარგები აგირჩევია. - უკან არც მივტრიალდი. - მომეწონა. - მე სააბაზანოში ვარ, წვერს ვიპარსავ. - ვაზაში ჩავალაგე. - დაწოლას ვაპირებ. - წყალს ხომ შეუცვლი ხოლმე? ... ჩემი ხელები გახდნენ თეთრი აფრები, პატარა ჩაძირული ნავების. ... მე ვარ მსახური-მზე, უდროო დაზამთრების. 2 ნოემბერი, 2024წ. Kafka Hurnmann
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი