წმინდა გიორგი


ღრუბლის მანტოში გახვეულ
ლურჯ ცას,
შენ გადარებ,
მარტო.
რა ვუყო ხერხემალს,
ლოკოკინასავით
დახვეულს?
მე მაღალი,
დიდი,
როგორც ღმერთი,
სველ მინდვრებში დავიჩოქე...
აისი დავიმოწმე...
იქნებ,
შენ,
ერთადერთი ყვავილი,
სადმე გნახო.
ღრუბლის მანტოში გახვეულს,
მე მზეს...
შენ თუ გამომარჩევ,
მარტო.


13 ნოემბერი, 2024წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი