იქაურობის კართან
კაცი იყო, ზომით ჭიანჭველა. გულის ფარით და სულის ხანჯლით ღრუბლებში ბილიკი გაკვეთა. მივიდა ღმერთთან, დაიწყო ყბა-კბილთა ღრჭენა. - ღმერთო, ღმერთო! სინათლე მომე, რა! - შენს სულს ხომ ხედავ? - ჰკითხა ღმერთმა. - ღმერთო, იცოდე, მოწმე მყავს. გული გახდა ჩემი გონება. - ცოდვა იტირე, კი, თქორებად? - ღმერთო, რად მინდა, ბნელეთში სულის გამათხოვრება... განა, განა რა გთხოვე, მიწაზედ - ტურფის წინ, ძელივით დინჯობა, სწორება, აქ გთხოვ ცხონებას. ... ღმერთმა არაფერი თქვა. უფრო პატარა ჭიანჭველების ჯარი შეკრეს შავმა მონებმა. წაიღეს, საკაცით, ქვებზე აფორთხეს შიშველი ტანით, არ დაუტოვეს არც სული, არც გულ-გონება. - ღმერთო, ღმერთო! შუაში ხომ მაინც დავრჩი მოგონებად? - კითხვის ნიშანი ღვთის თვალთან... ჯერ ძახილის ნიშნად გასწორდება... მერე წერტილად დაბორცვდება... საადამიანოს მიწაზე ლოდივით ჩაბობღდება. 14 ნოემბერი, 2024წ. Kafka Hurnmann
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი