interlude


უშენო სილურჯეს,
ჰაერის მორევს,
მკლავთა,
ფეხთა მომტვრევს,
თევზობა ვარჩიე.
კუდით
ხმელეთზე
ჩემი
სულივით გადაგწიე.
მაგრამ, 
სად 
       არ 
             მომსდევ.
შენ უყურებ
ქარვისფერ,
ცისფერთვალება ბორცვებს...
მე უსიტყვოდ ვუსმენ
ბრაზით შემოსილ მოძღვრებს.


14 ნოემბერი, 2024წ.

el poet

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი