SunsetFace


ჩემს გაქვავებას რა უნდა?
ან ჩემს გაყინვას.
...
შემოდგომის დასასრულს
ელევა გარეთ
ცა-მიწა.
ძლივს ელევა...
რიჟა ფოთლებს,
რამდენი, რამდენი ეფერა...
ცისფერი,
ცისხელა,
ცისავით ცივი 
დეკემბრის გულით,
ვერცერთს შეეფერა.
...
ჩემს გაქვავებას რა უნდა?
ან ჩემს გაყინვას...
...
გარეთ,
მოხუცი მთა
თოვლის ჭაღარებს
სათითაოდ იძრობს
თავიდან.


16 ნოემბერი, 2024წ.

luggage boy

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი