HAIKU LOCKDOWN
ხანდახან ვლაპარაკობდით ხოლმე, თან ძალიან ჩამთრევად. ნუ, უფრო ის ლაპარაკობდა. მე კიდევ ლაპარაკისას რომ ვაშტერდებოდი, დამავიწყდა მეთქვა, რომ წვიმა ჩემი საყვარელი ამინდია. დამავიწყდა მეთქვა, რომ მზიან დღეს წვიმიანი დღე-ღამე მირჩევნია. ... ახლა, მას ვიღაც ეძახის მზეს. ისიც იღიმის. მართლა წითელ-ლოყება მზეს ჰგავს. ... და გვიანია? გვიანია იმისთვის, რომ ვუთხრა, რომ ძალიან, ძალიან მინდა, ერთ დღეს წვიმასავით დამფაროს, გამლუმპოს, სხვანაირი გამხადოს, გამაციოს... ... ...და მასზე ნატვრაში შუაგულ ქუჩებში ვებრძვი ჭლექს და ჰიპოთერმიას. ... მას სხვები ეძახიან მზეს... უკითხავენ ჩემს დაწერილ ლექსს, სიყვარულზე. და მერე, ერთად, ჩემს საყვარელ სიმღერასაც მღერიან. 17 ნოემბერი, 2024წ. electro-ego-iko
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი