built a home in the mountains


ჩემს წინ
მარტო ცარიელი ბილიკებია.
...
შენ ჰგავდი ტყვიას,
მე ვიყავი იარა,
შენი შემნახავი,
ასე მეგონა,
ალბათ,
ნაკაწრად გავჩნდი,
ისედაც მწირად...
დასანახად მწირად...
...
შენ ჰგავდი ტყვიას...
ყველაზე მაღალ ტოტზე,
ყელაღერილი ვზივარ.
...
შენ ჰგავდი ტყვიას...
ფრთებიც, ენაც მომჭრეს.
...
ყველაზე მაღალ ტოტზე,
ყელაღერილი ვზივარ,
შენ მიყურებ
ციდან,
უფრო
მაღლიდან...
...
ყველაზე მაღალ ტოტზე,
ყელაღერილი ვზივარ...
წვიმასთან ერთად...
უშენობა 
და ძვალ-ბუმბული მცვივა...
...
შიშველს,
წვიმის დანებთან ერთად,
უშენობაც მტკივა,
უშენოდ მცივა.
...
ის ჰგავდა ტყვიას.


21 ნოემბერი, 2024წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი