საკენკი ფანჯრის რაფაზე


დაკეტილი ფანჯრების მიღმა,
მე ვზივარ.
ოთხივე მხარეს,
შუშის კედელი...
ოთხივე მხარეს,
სახე, ბებერი,
სადღაც მიშვერილი...
შუაში - მარტო გულია.
...
- ამის საქმე,
წასულია. - ჩემზე ამბობენ.
ძილის წითელ პერანგს მაცმევენ
რამდენჯერმე ნაამბოხებს.
...
მე
ღია ფანჯრებთან
ვყრი საკენკს.
ველოდები
ბერივით შავ ყვავებს.
...
მე მეძახიან
ღამის
და
ტყვიების მჭამელს.


22 ნოემბერი, 2024წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი