სახლის მონაზონი


სახლის ეზოში
ნაცრისფერ
ანაფორაში
დამალული
მონაზონი დგას,
გაძეგლებული, ძეგლად ქცეული.
...
არც ხელი მაქვს,
რომ გამოგიწოდო.
...
არც ფეხი მაქვს,
ვერ მოვალ,
შენმადე, ყველაზე მეტი,
გზა გამოვიგნო,
ქვის თვალებით.
...
სახლის ეზოში
მიმიკის ამარა ვდგავარ
ბიუსტივით,
მე უტანო,
მე სნეული.


22 ნოემბერი, 2024წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი