:(:


შუშის ჭერს
ზემოდან ასვენია
მკვდარი ყორანი.
...
უფოთლო ტოტების ქვეშ,
კონაა,
მონა-ყმის...
როგორც თაიგული
ჩემს გულზე...
როგორც დაკრძალვა ჩემი,
ჩუმ მწუხრამდე...
...
მე კოშკის ვარ
ფანჯარა ერთი,
ერთი შუშა.
...და ჩემს ბზარებზე...
...და ჩემს იარებზე...
თქვეს,
რომ, უბრალოდ, ტატუა.


29 ნოემბერი, 2024წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი