სახლშია პატიმარი


მე თუ მოგცემ ძალას,
მოკლავ
ღმერთს?
...
მე თუ კედლებზე
სისხლით ფრესკები ვწერე ჩემი,
სახით თუ ვემგვანე ვაჟას,
ან გალას...
სხვასთან გამცემ?
მე თუ...
ავჭრიალდი
ერთხელ,
შენი
       ოთახის 
                    კარად...
ერთ
წერილად,
მაგიდაზე
დამტევ?
...
მე თუ... კიდევ გეტყვი,
რომ მიყვარხარ...
დავლევთ?
დავლევთ? თუნდაც, 
ბოლო შეხვედრის ნიშნად.
...
იქნებ, დღე მიქციო სიტყვად...
ვეღარ ვუსმენ, ვეღარავის...
საყვედურმა 
მწირმა,
ჯვარს მაცვა...
საყვედურმა, მწირმა...

***

შენ თუ
მნახავ,
კალთაში კენჭებით,
ხელის გულებზე ტოტებით,
ზღვასთან...
კალთაზე, ხელებით,
აგიშენებ სახლსაც
და ხელოვნურ მთასაც.

***

სახლშია პატიმარი.
ქრისტესოდენი,
ბევრი საფიცარით.
...მოლბერტები გააქვს.
და ბოლო ტილოა 
ფიცის,
მისი
გულის ფიცარი.


30 ნოემბერი, 2024წ.

iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი