მე, შენ და ხალხის ხმა
- რას ამბობს ხალხი? - ხალხი ყეფს! ბოთლების გროვას ჰგავს, ბოღმით ავსილს. ხალხი ყეფს, და შენდამი ჩემს წერილებს - ეძახის თეთრს. - ნუთუ შენი ცხოვრებიდან, ასე მალე წამშლი? - დღეს ვერ. ანდაც, ვერცერთ დღეს. მე ხომ ტალღები მინდა, თანაც ისეთი, რომ შხეფს! აბა ზეცაშია მხოლოდ, ცხოვრება წმინდა. შენი ანკესი მატყუებს - მე თევზს. და დადგება დრო ალბათ, სამუდამოდ და ერთხელ, ჩვენ რომ ერთად წავალთ, და ერთად გავაცდენთ ლექციებს. - კი მაგრამ, რას იტყვის ხალხი? - ხალხი იყეფებს! ყეფა ხომ გვაშინებს, მაგრამ ზღვაში, უფრო ღრმად, შორს მიგვიძღვის - თევზებს. 7 სექტემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი