SKELETON OF THREAD
აღარ მინდა, ამდენი ვწერო. ... აღარ მინდა, ფურცელზე ისევ სტროფებად გადაგწერო... არეულად, გაბნეულად, არ მინდა, კუპლეტებად დაგჩეხო. ... ეგო ჩემი, დასნეულდა. ხალხის უძრავ, შუშისებრ ტბაში, შენ გარეულხარ. ... მე ტყვიის წითელი, ბრჭყვიალა ქვა მაქვს, გაჭედილი თეთრ ფრთაში. ... დღეს, რომელი სიტყვით დაგწერო? როგორ მოგმართო, "ჩემო ღმერთო", თუ, "ქუთუთოსთან ცრემლად მძინარე მწერო"? ... ჩემი გვამის დედამიწაზე, მწერებს სძინავთ. მე, კელიაში, შავი ანაფორის სახელოს ქვეშ, შენდამი სალოცავად, გიშერის კრიალოსანს ვკინძავ, ჩემო ღმერთო, უცრემლო გვამზე მძინარე წვიმის წვეთო. 14 დეკემბერი, 2024. iko
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი