გასხვისებული


მზერა
მაქ,
გასხვისებული.
სუნთქვა, ან გულის ცემა...
ან თუნდაც, კალოზე,
შავი მზისა წინ მღერა,
მაქვს დავიწყებული.
მზერა 
მაქ,
დაჟინებული,
ცელქი, გასხვისებული...
კდემა 
მაქ, შენდამი...
ფერით, სულ მსგავსი ცეცხლის,
გაღმა, ბაქოში, 
კასპიის წყალით გაციებული...
მაგრამ,
სევდა მაქ,
აჰა, 
სევდა მაქ, დიდებული...
ლექსად ქებული...
...
მგონია,
შენთან ვარ.
მგონია,
ჯერ უჭაღარო,
შავ, ჭექისა მშობელ
ღრუბელს ვგავარ.
...
მგონია,
შენთან ვარ,
ან სხვა ვარ...
უპეებით
შავი ზღვა დამაქ.


20 დეკემბერი, 2024წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი