წითელი სამაჯურები


მკლავებზე
ქალაქი 
მაქვს,
წითელი სამაჯურების,
მე ვარ
ტყვე-მეფე
სევდის მარწუხების...
...
მე თუ,
ჩემს ეზოს
ხისავით გავუხმები...
მე თუ,
ჩემს ეზოს,
უფერო ბიუსტივით,
გულის ფიცარზე დავუდგები...
...დრო
ნუ
დადგება
სამუდამო
დამწუხრების...
მე ვარ გულ-ლარნაკი
ყვავილი-ღმერთის,
თუ მას გავუტყდები...
ნუ
დადგება
წუთი
სამოსელთა
გამუქების...
...
არ მითხოვია, ღმერთო,
ნება
ეკლის შარავანდედის დაუფლების.


22 დეკემბერი, 2024წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი