დუმს


ალისფერი ვარდებით ხელში,
მე, ძეგლივით,
მეორმოცედ ვნახავ
მისაფერ მწუხრს.
ალისფერ,
დიდ იარად...
ალისფერმა ვარდმა
დამთუთქა...
...
მეგონა, გული მქონდა...
...და გული დუმს,
უსიტყვო,
უემოციო,
ნაცრისფერი ღრუბლების მორევში,
ელვის ჩიტივით ქუხს.
...
სანამ
ეს გული, ასე დუმს,
მე, ხელში ალისფერი ვარდებით,
მეორმოცედ ვნახავ მწუხრს...
...
სიჩუმემ, წვიმამ დამთუთქა.
მე ვგავარ
მისი მკლავების
ზღვაში ჩაძირულ,
რაღაცაზე მობღაუჭებულ ღუზას.


30 დეკემბერი, 2024წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი