isolated *


ავტოპორტრეტს ვკიდებ კედელზე,
მე თეთრი სახე მაქვს.

სათხოვარს,
რომ ვავედრებდე...
ისედაც ჭუჭყისგან შავ ზღვას...
მაშინ ტაძარ-ქვაკუთხედს კი არა,
ვემგვანებოდი მთას,
ცოდვით დაფარულ ტანს,
რომ აფარებს ტყეთა ანაფორას.
...
მე თეთრი სახე მაქვს.
...
სათხოვარს,
ტილოზე რომ ვხატავდე...
აღარ ვემგვანებოდი,
ყრუ ქუჩების
მუნჯ მათხოვარს.
...
და შენ, თავო ჩემო,
ცის თმის ღერიდან დაწყილი,
მიწის, უმიწესის კოჭებამდე,
ყველაზე ნაწყენო,
ღმერთის,
მაინც გწამს?
...
გესმის?
ყრუ 
ქუჩებში
მუნჯი 
წვიმა
ჩურჩულით, 
                ქვითინით 
                               მღერის...


1 იანვარი, 2025წ.

el poet

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი