i own none


ჯვარო, ქრისტესო,
ჯვარო, ქრისტესო,
იქნება,
ერთი კიდურის
ძვლები მაინც გამისქელო,
რო, ოთხი კი არა,
სამი ლურსმანი ჩამესოს...
...
(სამობითაა მხსნელი,
თუ შენ აღიარებ ერთხელ).
...
ცაო, დღისფერო,
ცაო, მცირედო,
მე, კუნკულ-ბარტყული მინდა,
დამწვარი, ნახშირისფერი ნაძვების.
მე, წრე-ბუდე მინდა,
შავების,
წრე-ბუდე მინდა,
ცრემლის ფარდებით
მოსილი წითელი თვალების.
...
რამე რომ მქონდეს,
რამე რომ მახრჩობდეს...
უფრო დიდსა,
ვინა,
ან რა შემქმნიდა?


5 იანვარი, 2025წ.

luggage boy

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი