...hidden


დამალეთ! დამალეთ!
ნუ ანახებთ, 
ან მეფეს,
ან ამალებს.
დამალეთ! დამალეთ!
სანამ შეხება მისი,
მეც გამაშმაგებს...
...და
მე თუ, არ ვარ გიჟი,
მაშინ,
რად ვიცდი,
გისოსების მიღმა...

***

დამალეთ! დამალეთ!
ჩემს გულში დამალეთ,
სანამ
რამემ გააქრო,
რამე მწირმა...

***

შუშის კედლის მიღმა,
პორტრეტი ჩემი,
კედელ-ჯვარზე გაკრული,
ეხვევა ძველ ჩარჩოთა ალებს,
ისე, როგორც შენს მკლავებს,
ფანჯრის მიღმიდან
დასტირის
ტრამალებს...
...
დამალეთ! დამალეთ!
სანამ ყვირილი მოიცავს,
მეფეს, ამალებს:
"დამარხეთ! დამარხეთ!"
სანამ,
მზე დაჰხედავს,
მისი მხურვალებით
და იტყვის მწუხარებით:
"ამას, რაღა გაახარებს..."


6 იანვარი, 2025წ.

luggage boy

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი
TOP.GE