მელნისფერი
ცა, მელნისფერი, სახე, ანარეკლი, მთვარე, ბილიკი შენს სავარძლამდე - ჩემით ნარბენი, მე ვარ ღმერთისფერი, მე ვარ მელნისფერი, სევდისებრი, ღმერთი, ან, ჭმუნვა, იმ ღმერთის. მე ვარ შეკრული მუშტად, ქვიშისებრად, ხელად დავიბნევი, თუ შმაგ თითებს და მკლავებს, ხრტილებს და უკანასკნელ, ლამის დამტვრეულ ჯაჭვებს, სხვისი ტანისთვის გახსნი. ... შენ თუ არა, სხვა, ვინ მეტყვის, აქ, ხორცად დატოვებული, ბოლოს რა ვიქნები, გვამის, საფლავის გულზე, ჩემივე ძეგლი, თუ გროვა, ფერფლის, ჩვენ ორის ღამისავით, შავი, ბრმა ფერის. 13 იანვარი, 2025წ. luggage boy
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი