თეთრი ჯოჯოხეთი


წინ გაიხედავ,
რას შეეფეთე?
ხის კედელს,
დამპალს,
ნესტის სინესტით
გამძღარს.
...
ვახ, სარკმელს,
ისევ იანვრის
ბური ფარავს.
...
ტუსაღი მეფის,
გამოწყობილა,
პიჯაკი აცვია,
გაუთოებული,
პრიალა,
თბილი,
ჭაობის ფერის.
სულს იფხაჭნის,
რომ დაუკარგოს
სიმწვანე,
ლაქა,
ტალახი, ტალახშივე დამხრჩვალი,
ჭაობის ფერის,
ფერი ჭაობთა ჭაობების...
ვახ, სარკმელს,
ისევ იანვრის
ბური ფარავს.
...
ტუსაღი მეფის,
ხელჯოხით
მიუძღვის გარეთ,
ცოდვის ტუსაღთა ფარას.
...
მე არა.


***

წინ გაიხედავ,
რას შეეფეთე?
თეთრ ჯოჯოხეთში,
ზემოთაც,
ქვემოთაც,
მარჯვნივაც,
მარცხნივაც,
ნახავ ტოტების გისოსებს.
თვალის უპეს ქვეშ,
გველის წიწილს რომ შეგიცოცებს,
იმ გისოსების ხედსაც
შეგიბუნდოვნებს,
არ შეგიცოდებს.
...
ვბრმავდები,
ვმთავრდები,
ვკოჭლობ,
გვამი გაღმა ნაპირზე,
ნაწილებად დაჭრილი გამომაქვს,
შენი ნაჩუქარი
ყავისფერი ნავებით.
თუ დავბრმავდები,
თუ დავმთავრდები,
სასთუმალს მაღირსე,
თორემ, ბოლო წუთს,
ისედაც ვნახავ, 
ტოტების
                გისოსების
                                   გალიას.

***

ვახ,
მკვდარი აგდია.
რკინასავით ცივი ფარია,
ის იანვრის ბური,
სარკმელზე
და მის
ტანზე ძაძებად რომ აკვრია.
...
ჩემზეც ახია.


18 იანვარი, 2025წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი