მიწიშვილი


მიწის შვილი.
მე დავიბადე მიწად.
წვეთები მეცემა, და 
სათითაოდ ვითვლი.
ამდენი სისველე ალბათ,
ტიტებისთვის ღირდა. 

რაღაც არ აჭკნობს,
და რწყავს ჩემს ტიტას.
მე, ნორჩს, მეშინოდა წვიმის,
მაგრამ ახლა ვიცი,
ამდენ ლექსსა და ყვავილს,
წვიმა მიზრდის. 

ჰოდა ჩემს გაზრდილს,
დაგიტოვებ ფურცელს და ტიტას.
და იქვე, შენს კართან დავდგები,
მე დაუჭკნობლად წავალ, 
და შევაღებ ცის კარს. 

და თუ ოდესმე, დავჭკნები,
და თოვლში ჩავიმარხები,
არაუშავს - 
მე ვინმეს გულში მაინც,
აღვსდგები.
მე გავინათებ ცოტა ხანს, 
მერე ჩავქრები,
როგორც სანთელი.


11 სექტემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი