ვასეირნებ ჩემს თითებს...


ვასეირნებ ჩემს თითებს, 
შენს აბურდულ თმებში,
სახეზე დაგასვენებ მზის სხივებს,
მაგრამ, ჯერ, ჩემს ქაოტურ ფეხებს  დავყავარ, გაუვალ ტყეებში. 

შემოდგომის ნიავი მაძინებს, 
ხანაც სახეში მარტყამს,
თითქოს ხმელ ფოთლებსაც, 
ჩემი პოეტური ქაოსი ფანტავს. 

მუზა მედება ფიფქებად, მე, მთას. 
და რატომღაც, ქარიც ვეღარ ატალღებს ჩემს ზღვას.
მივუყვები მთას,
და ვეძებ შენს სახლს,
"აქ ასეთი არავინ ცხოვრობს" - იტყვიან,
და უკვე, ქარიც მიჯახუნებს კარს.
ველი კვლავ, მზიანს,
ცას.
ალბათ თითებზე, 
ისევ დავიხვევ  შენს თმას.


14 სექტემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი