ღამის სიო სიცივეს მაცმევს
ღამის სიო სიცივეს მაცმევს. ვზივარ მაგიდასთან, და ჩემს გულზე მელანს ვაქცევ. შენ ახლა, ალბათ ხარ სხვასთან... ალბათ ვინმე, შავ ღვინოს გასმევს. მე ჩემთვის, დღეს შენთვის დავლიე სუფრასთან. ჩემი სტროფების, მხოლოდ ჩიტებს ესმით. მყლაპავს ღამე და მცლის მელანი. ხვალაც დავჯდები მე მაგიდასთან. (ჩემსკენ გახედვისას, ყველანი ხდებიან ელამნი). შენთან, ნიავს, წერილებს გამოვატან. 17 სექტემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი