არ დაიღვარო


უყვითლო შემოდგომის დღეა,
უჩვეულო,
თითქოს ფოთლებად, 
თითქოს მწვანედ თოვს,
ხე - ხეობს,
და ჩემი ყვავილი, 
წვიმის წვეთებით ღრეობს. 

შავ-თეთრი ცა,
ბინძურ გუბედ მღვრის,
ნეტავ იცოდეს ყველა ძაღლმა,
მათი ენა რომ ვერ მაშრობს, 
რომ ვერ მცლის.
აღარ ვუნდივარ არც მუზას,
მე მზეს ვუძრწი, ვნატრობ ჩრდილს.
შენი სილუეტი - 
სტრიქონების ზღვად მღვრის. 

ყველაზე მეტად ჩემი ხელი ძრწის.
როგორც ნათესს - სეტყვის,
ისე მეშინია მელნის ღვრის.


25 სექტემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი