ყავისფერი თბილისი
მართალია, მე მანდ არ ვარ. მაგრამ მაინც ვგრძნობ, მაინც ხედავენ ჩემი თვალები, რომ თბილისის ქუჩები არიან ყავისფერნი. მე მანდ არ ვარ, მაგრამ ვხედავ, ჭიშკრებზე ჟანგს, ყველა როგორ ღებავს. ჩემი ქალაქიდან, ყველაფერი სჩანს. თითქოს ვიღაც მეძახის ციდან. მივდივარ ჩემს ცარიელ ქუჩებში, თმაგაჩეჩილი, და ფეხის ძირებზე მეკვრიან ფოთლები, სველნი. ცოტაც, და ალბათ ქვაფენილსაც ავიკრავ, ჩემს თავს, ჩემს მიწას, ცაში ავიტან. თითქოს შენი ხმა მესმის, თითქოს ყოველი ყავისფერი აგური, ჩემს სულს ერჩის, თითქოს შენ მეძახი ციდან. 27 სექტემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი