გასეირნება და გათენება
გავდივარ გარეთ, და ქუჩები სახეში მარტყამენ სილიან ჰაერს. ლამპიონების ანთებას ველი, ყოველ ღამე. ბრაზიანი მდინარის თავზე, ბევრი ხიდია. ფოთლების ცვენამ, შენი თავი გამახსენა, და დამაყენა განზე. თითქოს აქ ხარ, უიმედოდ ვუყურებ ქვაფენილს, წვიმიანს. აისი მაწვება სახეზე, უეცრად, და ლამპიონებიც მიდიან. იფანტებიან ჩემი სტროფები ასფალტზე, ყვითელ ფოთლებად. 29 სექტემბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი