ქუჩის მხატვარი


როგორ საწყლად, მივაწყდები ქუჩას,
და როგორ საცოდავად, ხალხს,
ტილოზე ჩემს თავს ვუხატავ. 

და რაც მეკუთვნის, იმას მომიგდებენ,
ერთთეთრიანებით მივსებენ შლაპას.
მომკლავდა ალბათ,
დამახრჩობდა ჩემივე ბრაზის ჭამა,
ესეც რომ არ მქონდეს. 

თითქოს არ მეკუთვნის,
მაგრამ ჯიბეებს მაინც მივსებენ.
ჩემი სული სიცივეს უეცრად ერთვის,
ნეტავ რა გაავსებს, ჩემს გულ-ჯიბეს?
ვინ ჩააცხრობს ნეტავ, ჩემს სიცივეს?


30 სექტემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი