თაროებზე
თაროებზე, ხატების უკან, იდუმალი წიგნები ყრიან. მალავენ სტრიქონებს, სიტყვებით მსუქანს, ალბათ ასე, ალბათ ოდესმე, ჩემი სტროფებიც გაყვითლდებიან. ჩემი თოვლივით ხელები, ქალაქის სიცივეს შეჩვეული, გავიჭუჭყე ყვავილთა კრეფაში, ველებში. დავრჩი ფურცლებთან მარტო, დავრჩი ეული. მაგრამ ვინ ჩივის, მე ხალხისთვის ვარ ძეგლი, წაქცეული. რამდენი რამე მინდა გითხრა, მაგრამ შენი თვალები მაჭრიან ენას. ჩემი სათქმელი, ყოველდღე, არის მღვრიე, დიდი, ბნელი ლოდი ჯერ არ მიგორავს, მაგრამ, ჩემი სიტყვების ტალღა, მაინც იცდის, თითქოს ისიც სამუდამოდ ჩაცხრა, ჩემს ქაოტურ ფეხებს მაინც არ სურთ, ჩაკვლა სიმშვიდის. 3 ოქტომბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი