ნუ ჩამოაფარებ ფარდებს


ნუ ჩამოაფარებ ფარდებს!
მე მხოლოდ 
ჩემს ღამეებს ვათეთრებ.
მზის სხივებს არ გამოვტყორცნი,
და შენს სახეზე არ დავასვენებ. 

მე ხომ ერთი მთვარე ვარ,
სულითაც თეთრი, 
ცარიელი,
ყოველ ღამით 
ვეძებ ჩემს ვარსკვლავს,
ვეხუტები სახლების ცივ ფანჯრებს. 

ნუ ჩამომიფარებ ფარდებს!
ნეტავ, ვინმე თუ გამიღებს,
ბრტყელ, უსასრულო ფანჯრებს.


8 ოქტომბერი, 2021წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი