ორი წელია
ორი წელია, რაც შორს ხარ. შენს მერე ყველა ამოსუნთქვა, წამიერია, მაგრამ ტანჯვის დეკადას ჰგავს. ორი წელია, ავტობუსის გაჩერებიდან, შენი სილუეტი გამირბის, ვალს გადამიხდის და ჰქრება. ალბათ შენც იცი, რამდენი ხანია, ორში რომ ერთი ვარ. მაშინაც იყო, შემოდგომა ცივი; ქარი ფოთლებით გიმკობდა თმას. ახლა წინ მიდგახარ თითქოს, და ჩამიტეხე ხიდი. მეც ახლა, მხოლოდ ერთს გთხოვ: ნუ მომტეხ ბოლო ფრთას. 11 ოქტომბერი, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი